დეკანოზი იოანე ( ავთანდილი ) ჩიგოგიძე |
გვარი - ჩიგოგიძე
სახელი - ავთანდილი
მღვდელთმსახურებაში მიენიჭა სახელი იოანე
ხარისხი - დეკანოზი
დაბადების ადგილი - თბილისი
დაბადების თარიღი - 12 აგვისტო 1974 წ
განათლება - უმაღლესი
- 1991 -1996 წწ - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”იბერია” - მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.
1997 - 2001წწ - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. ქუთაისის სასულიერო სემინარია.
2017 წ -
სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეოლოგიის განხრით
საერო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება.
1994 -1997 წწ და 2001 - 2003 წწ - თბილისის 171- ე სკოლის პედაგოგი, საგანი - საღვთო შჯული.
2007 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში მსოფლიოს რელიგიების ისტორიაში.
კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ავთანდილ ჩიგოგიძის თაოსნობით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი ” ხარება ”. ფონდის მეშვეობით თბილისში ნუცუბიძის III მ/რ -ში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის " ხარების " ტაძარი.
სასულიერო პირად მოღვაწეობა.
2001 წლის 6 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ბოლნის - დმანისის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა ხელი დაასხა დიაკვნად ავთანდილს და იწოდა სახელად ათანასე.
2001 წლის 25 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა წმინდა იოანე მოწყალის დღეს აკურთხა მღვდლად და ეწოდა სახელი იოანე.
2001 წლის 26 ნოემბრიდან დაინიშნა ბოლნისის ეპარქიის სოფელ რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად.
|