სავედრებელი უფლისა

უფლისა მიმართ ვილოცოთ, ვთხოვოთ
შეწევნა მამისა,
მოგვმადლოს მან სიყვარული,
სიმდაბლე რწმენა მაღლისა,
სიხარული და სიკეთე,
იმედი მომავლისა,
სიბრძნე, სიმშვიდე სულისა,
პატივისცემა სჯულისა,
უფლისა მიმართ ვილოცოთ, ვთხოვოთ
ხსნა მომავლისა,
დაცვად და ფარად ვევედროთ,
დედა ღვთისმშობელს გულითა,
მეოხებითა წმიდათა განგვმტკიცდებოდეს
სული და
ვიწამოთ ერთი სამება, ვიყვარებოდეთ
სრულითა


24 აგვისტო
1997 წელი


უკანშემდეგი