მეგობრობა

ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სიყვარულს
საფუძველი აქვს მტკიცე და მყარი.
შენ ძმად მიგულე, მე კი და არ მყავს
სიყვარულით გვაქვს გული გამთბარი.
რა დამავიწყებს წარსულის დღეებს...
მარტო სულობას მოსდევს ზამთარი
ჩამქრალ ოთახში ჩემს ბნელ ფანჯრებთან
შემოანათე როგორც ლამპარი
რომ მანუგეშე ჩამიკარ გულში
გაიზიარე ჩემი ამბავი
შენად მიმიღე და მითანაგრძვნე
შემომთავაზე შენი სახლ - კარი.
სიტყვა არ მყოფნის ხოტბა შეგასხა
გადაგიხადო დიდი ამაგი
მეგობრობისთვის დიდად გიმადლი
გაჭირვებაში ხარ დამაშვრალი


ვუძღვნი ჩემს მეგობარს, დობილს ცისმარის
31 აგვისტო
2000 წელი


უკან შემდეგი