მადლიერება

მადლიერი ვარ ჩემო გამჩენო,
რომ ამისრულე ჩემი ფიქრები,
გულში ნანატრი ჩემი სიტყვები,
სულის სიმტკიცით განაბრწყინები.
მოხარული ვარ ჩემო უფალო
ამხელა მადლის განაჩინებით
შენით გავმხნევდი, რწმენით გადავრჩი
ბოროტი ზრახვით დანაშინები.
ჰოდა მადლს გწირავ ჩემო მეუფევ
შენს სიყვარულში განამტკიცები
მიიღე ესე ვედრება ჩემი
უსისხლო ესრე შესაწირავი


29 აგვისტო
2000 წელი


უკან შემდეგი