წამებაი წმიდისა დედოფლისა ქეთევანისა

ათასექვსასოცდაოთხსა წელსა, 13 სექტემბრისას,
კახთ დედოფალს თავს დაატყდა, რისხვა თვით შაჰ -აბაზისა,
უნდილაძემ მოკრძალებით სთხოვა რჯულის არ შეცვლისა,
მხოლოდ სიტყვით უარყვეო, გადაირჩენ თავსა თვისას,
დედოფალი დამშვიდებით მიუბრუნდა დარბაზს მისას,
გადაავლო თვალი ყოველთ და შეჰფიცა მაღლა ღვთისას,
მას უყურებს საქრთველო, ელოდება პასუხს მისას,
და რა, და თქვა დედოფალმა?! არ ვუარყოფ რჯულსა ღვთისას!
და მე მომკლან, ნაწამები, წამებული ქრისტესთვისა,
ჩემი ერი გადარჩეს და თავსა დავდებ უფლისთვისა,
ესა თქვა და დაითხოვა მყისვ დარბაზი შეკრებილი,
მერმე თვითონ განმარტოვდა, განიმტკიცა სული მისი,
გულმხურვალემ ღმერთს მიმართა, დე ცას სწვდება ლოცვა მისი,
არ შეშინდა მეწამული უკვდავების მოლოდინის,
თვით ყიზილბაშთ გაუკვირდათ ურყეობა დედოფლისა,
ესაოდა ქალი, ასე განამტკიცებს სჯულსა მისას,
არ აყოვნეს, ცეცხლს მიჰგვარეს, აგუზგუზდა შანთი მტრისა,
ჯერ გულ-მკერდი დაუსერეს, თავს დაადგეს მიტრა წვისა;
იწვის წმიდა დედოფალი ვით სანთელი თვით ცვილისა
იგი ზეცას შეუერთდა აღარ არის ამ მიწისა,




 

 

 

 


მხოლოდ ღვთიური ნათელი თავს დაჰნათის მაღლით მზისა,
გლოვობს მთელი ქართლ-კახეთი მომსწრე საშინელებისა.
იმავ ღამეს ორმა ბერმა, მოიპარეს გვამი მისი,
ჯერ ისპაჰანს დაკრძალესა პატივითა საკადრისით,
იგლოვეს და ჩვენც გვაგლოვეს დაიტირა სხვამან სხვისი.
მხოლოდ ორისა წლის მერმე გახსნეს იგი სამარეო,
ნაწილი გოას მოჰფინეს, ინდოეთში დაკრძალესო,
ხოლო ნეშთის ნახევარი თვით კახეთში გაგზავნესო,
აქა კიდევ კახელებმა ალავერდს მიაბარესო.
სიხარულით ჩაიხუტა გურჯთა მიწამ ძვალნი მისი,
ასეთია მეწამულის წამებაი გმირთა-გმირის

 

26 მაისი
2009 წელი


უკან შემდეგი