მოძღვრის შეძახილი

შვილო ტაძარს დაუბრუნდი
ნუ დაჰკარგავ უფლის გზასა
დაემსგავსე უძღებ შვილსა
და იმ დაკარგულსა ცხვარსა
ღმერთი გეძებს და გეძახის
ვით ედემი იქ ადამსა
ამ ქვეყნიურ საზრუნავით
ნუ იმართლებ საკუთარ თავსა
მოდი მოდი მანამ დროა
ნუ იხურავ გულის კარსა
სიყვარულით აღივსე და
აღაპყარი თვალნი ცასა
მაშინ ღმერთი არ აყოვნებს
შენს შენდობას იმ დღისათა
გული ზიარებას მოგთხოვს
სულის აღსარებისასა
ტკბილად გლოცავ, ასე გმოძღვრავ
მეყოლე ღვთით სათნოებით,
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა

6 აგვისტო 2015 წელი


 


უკან შემდეგი